დანა ვაიტი - ტაისონ ფიური აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში გამოსვლას სრული სერიოზულობით ეკიდება
ნოემბერში ცნობილმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ლივერპულელ მებრძოლთან, დარენ ტილთან ერთად ვარჯიშობს. თავად ტილი აცხადებს, რომ ფიურის შერეულ ორთაბრძოლებში გამოჩენის შანსი საკმაოდ მაღალია. თემასთან დაკავშირებით კომენტარი UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაიტმაც გააკეთა. „ტი ემ ზი სპორტთან“ (TMZ Sports) მიცემულ ინტერვიუში ვაიტმა აღნიშნა, რომ ფიური სერიოზულად არის განწყობილი შერეულ ორთაბრძოლებში ასპარეზობით.
„ეს ძალიან საინტერესოა, მე და ტაისონმა ამ თემასთან დაკავშირები სატელეფონო საუბარი გავმართეთ. ის მართლაც არის ამით დაინტერესებული, აქედან გამომდინარე მე მის გადაწყვეტილებას დიდ პატივს ვცემ. ვნახოთ, რა მოხდება. მას ჯერ კრივის კარიერაში უმნიშვნელოვანესი ბრძოლა აქვს გასამართი. ვაელდერთან რემატჩი ალბათ მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება იქნება“.