აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა „ი-ეს-პი-ენ“-თან (ESPN) ინტერვიუში ორგანიზაციის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ცნობილია, რომ „იუ-ეფ-სი“ (UFC) ზაფხულიდან ბრძოლების გამართვას კერძო კუნძულზე გეგმავს. ვაიტის თქმით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით სულ მალე დასრულდება.
„საინტერესო იქნება თუ როგორ განვითარდება მოვლენები კორონავირუსთან მიმართებაში. შესაძლოა ჩვენ ახალი წესებით და რეკომენდაციებით ცხოვრება გაცილებით დიდ ხანს მოგვიწიოს ვიდრე გვგონია. აქედან გამომდინარე, საბრძოლო კუნძულის შესაქმნელად დიდი ინვესტიცია ჩაიდო. დიდია ალბათობა იმისა, რომ ბრძოლები იქ მომავალ წელსაც შედგეს.“ – განაცხადა ვაიტმა ბრეტ ოკამოტოსთან ინტერვიუს დროს.