დანა ვაიტი - ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა დიდი ალბათობით აბუ დაბიში გაიმართება
დანა ვაიტმა ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა. ESPN – თან მიცემულ ინტერვიუში ორგანიზაციის პრეზიდეტმა განაცხადა, რომ ხაბიბისა და გეიჯის სატიტულო დაპირისპირება დიდი ალბათობით აბუ დაბიში, საბრძოლო კუნძულის ღონისძიებების დასრულების შემდეგ 19 სექტემბერს გაიმართება.
როგორც ცნობილია UFC-იმ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან თანამშრომლობის 5 წლიანი მემორანდუმი გააფორმა. 11 ივლისიდან იასის კუნძულზე საერთაშორისო ბრძოლები შედგება.
აღსანიშნავია, რომ ნურმაგომედოვის ბოლო ბრძოლა სწორედ გაერთიანებულ საემიროებში ჩატარდა. ხაბიბმა დასტინ პორიეს სძლია და რიგით 28-ე გამარჯვება დაისაკუთრა. ვაიტის განცხადებით ბრძოლის დღე (19 სექტემბერი) ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული და ხელმოწერილი არ არის, თუმცა დიდი ალბათობით სულ მალე მხარეები კონტრაქტს ხელს მოაწერენ.