დანა ვაიტი ერთი თვის განმავლობაში საბრძოლო კუნძულზე ცხოვრებას აპირებს
დანა ვაიტი ერთი თვის განმავლობაში საბრძოლო კუნძულზე ცხოვრებას აპირებს

როგორც ცნობილია, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) საერთაშორისო ბრძოლების გამართვას ზაფხულში კერძო კუნძულზე აპირებს. ჯერჯერობით დანა ვაიტი არ ასახელებს, სად იქნება საბრძოლო კუნძული, თუმცა „იესპიენ“-თან (ESPN) მიცემულ ინტერვიუში ორგანიზაციის პრეზიდენტმა რამდენიმე ახალი დეტალი გააცნო ჟურნალისტებს.

როგორც ცნობილია, 31 მაისს ქარდი ლას ვეგასში შედგება. მომდევნო ღონისძიება 6 ივნისს არის ჩანიშნული, თუმცა ლოკაცია ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება საბრძოლო კუნძულს, ვაიტის თქმით, ის მთელი ივლისის გატარებას სწორედ ამ ლოკაციაზე აპირებს.

„ხალხს ძალიან აინტერესებს, სად იქნება საბრძოლო კუნძული და როდის შედგება იქ ბრძოლები. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდები ამ დღეს. ვფიქრობ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ივნისის ბოლოსთვის მზად იქნება. ჩვენ შევძლებთ, კუნძულზე 1 თვის განმავლობაში 3 ან 4 ქარდი ჩავატაროთ. მე პირადად ვაპირებ, რომ 1 თვე კუნძულზე ვიცხოვრო“, – განაცხადა ვაიტმა.