დანა ვაიტი - ენტონი ჯონსონი მძიმე წონითი დივიზიონის ტოპ 10-ის მებრძოლს დაუპირისპირდება
ენტონი ჯონსონი ოქტაგონს უბრუნდება. ამის შესახებ მებრძოლმა რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად განაცხადა. კორონავირუსის პანდემიამ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის გეგმები არია. თუმცა ბრძოლები საბედნიეროდ მომდევნო შაბათიდან (9 მაისი) განახლდება.
არ არის გამორიცხული, რომ ჯონსონის დაბრუნება უახლოეს მომავალში დაიგეგმოს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმაც ისაუბრა. ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ დასმულ კითხვაზე თუ რა გეგმები აქვს მას ჯონსონთან დაკავშირებით, ვაიტმა ასე უპასუხა: „მე მას აუცილებლად ტოპ 10-ის რომელიმე მებრძოლს დავუპირისპირებ.“
36 წლის ენტონი ჯონსონმა უკანასკნელი ბრძოლა 2017 წლის აპრილში, დენიელ კორმიესთან გამართა და დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება ჩემპიონის ქამრისთვის იყო.