დანა ვაიტი დარწმუნებულია, რომ ჯონ ჯონსთან არსებულ უთანხმოებას მოაგვარებს
დანა ვაიტი დარწმუნებულია, რომ ჯონ ჯონსთან არსებულ უთანხმოებას მოაგვარებს

როგორც ცნობილია, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ჯონ ჯონსმა საკუთარი ტიტული ვაკანტური გახადა და ორგანიზაციიდან გარკვეული პერიოდით წასვლა დაანონსა. მიზეზი ორგანიზაციის დირექტორ დანა ვაიტთან უთანხმოებაა.

დანა ვაიტმა ჯონსთან შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ედი ჰერნის პოდკასტზე სტუმრობისას ისაუბრა. UFC-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ არსებულ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებს.

„ყველა საკითხზე ვერასოდეს მიაღწევ შეთანხმებას. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე და ჯონ ჯონსი რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით და განსხვავებული პოზიციები გვაქვს, თუმცა ჯონი ჩემი პარტნიორია ბიზნესში. ასევე კონორ მაკგრეგორი ჩემი პარტნიორია ბიზნესში. ეს სია ძალიან გრძელია. ყოველთვის იარსებებს საკითხები, სადაც ორმხრივი აზრი იქნება, თუმცა მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. როდესაც მებრძოლი ხდება ჩემპიონი და მაღალ საფეხურებს აღწევს, ჩვენი პარტნიორობა ღრმავდება. ისინი უკვე წილს რეპორტაჟების გაყიდვიდანაც იღებენ. სწორედ ასე გამოვიმუშავებთ ყველა სოლიდურ ჰონორარს. მერწმუნეთ, აუცილებლად გამოვნახავ გზებს იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოვაგვარო,“ – განაცხადა ვაიტმა.