დანა ვაიტი ადასტურებს, რომ კონორ მაკგრეგორმა კარიერა მართლაც დაასრულა
ცნობილმა ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა რამდენიმე კვირის წინ კარიერის დასრულების შესახებ მორიგი რიგით მესამე განცხადება გააკეთა.
აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით დანა ვაიტმა რამდენიემ დღის წინ ESPN-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
„მე არ მისაუბრია კონორ მაკგრეგორთან მას შემდეგ რაც მან კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. მე არ დავსდევ მებრძოლებს ვისაც არ სურთ ოქტაგონზე ასვლა. ჩემი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში ნათელია. ვინც კარიერის დასრულების შესახებ აკეთებს განცხადებას, აუცილებლად უნდა წავიდეს. გამონაკლისი არც კონორია.“ – განაცხადა ვაიტმა ESPN-თან საუბრისას.