დანა ვაიტი აცხადებს, რომ კუნძულზე ბრძოლები ივნისიდან გაიმართება
დანა ვაიტი აცხადებს, რომ კუნძულზე ბრძოლები ივნისიდან გაიმართება

დანა ვაიტი კორონავირუსის პანდემიის დროს სპორტის გულშემატკივარს აქტიურ სეზონს და საკმაოდ საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კერძო კუნძულზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ადგილი მზად, სავარაუდოთ, ივნისში იქნება.

„საბრძოლო კუნძული მზად, დიდი ალბათობით, ივნისისთვის იქნება. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ღონისძიებები სწორედ ამ დროს დაიწყება. ჩვენ 9 მაისს ვბრუნდებით და 23 მაისის ჩათვლით ძალიან დატვირთული გრაფიკით ვიმუშავებთ. ოთხი შოუ გვექნება, ხოლო ამის შემდეგ ივნისში საერთაშორისო ბრძოლებზე გადავალთ“, – განაცხადა ვაიტმა ESPN-თან ინსტაგრამ ლაივის დროს.

დანამ ასევე დაადასტურა, რომ ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

„მე არ მეჩქარება ფანების არენაზე დაბრუნება. მე ვიცი, რომ ამის გაკეთება გულშემატკივრების გარეშეც უსაფრთხოდ შეგვიძლია“.