დანა უაიტი – როდესაც ჯონ ჯონსი მძიმე წონით დივიზიონში ასვლას მოინდომებს, ის დაუყოვნებლივ მიიღებს სატიტულო ბრძოლას

17:40, 26.08.2020
როგორც ცნობილია, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად-მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა საკუთარი ქამარი ვაკანტური გახადა და მძიმე წონაში ასვლა დაანონსა.
ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაიტმა არაერთ ინტერვიუში ისაუბრა, რომ ჯონსი მართლაც გეგმავს წონის შეცვლას. უაიტის თქმით, როდესაც ჯონსი მზად იქნება ის ახალ დივიზიონში სატიტულო ბრძოლას მიიღებს.
„რა თქმა უნდა, ჯონსი მაშინვე მიიღებს მძიმე წონაში ტიტულზე ბრძოლის შანსს, როგორც კი ამას მოინდომებს. ჯონი არის დაუმარცხებელი. როდესაც ჩემი და ჯონსის უკანასკნელი სატელეფონო საუბარი შედგა, მან მე დამიდასტურა, რომ გარკვეული პერიოდი სჭირდება იმისათვის, რომ დაბრუნება შეძლოს. ჩვენ სწორედ მის პასუხს და მზადყოფნას ველით“, – აღნიშნა უაიტმა ESPN-თან საუბრისას.

მსგავსი