„საქართველოსთან ირლანდიამ აუცილებლად უნდა მოიგოს“, – ასეთი კატეგორიული აზრი აქვს დამიენს დაფს, რომელიც ირლანდიის ნაკრებში 1998–2012 წლებში გამოდიოდა და 100 მატჩი ჩაატარა.
ირლანდიის ნაკრებისა და ჩელსის ყოფილი ნახევარმცველის აზრით, მათი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ციკლის პირველ შეხვედრაში კარგი ფეხბურთი ვერ აჩვენა – „მოულოდნელი იყო ის, რაც გიბრალტართან ვნახეთ. ჩვენს გუნდს ძალიან გაუჭირდა და მხოლოდ 1:0 მოიგო. ფრედ რომ გვეთამაშა, ეს საერთოდ კატასტროფა იქნებოდა. იმედია, საქართველოსთან შეხვედრაში ირლანდიისგან სულ სხვა თამაშს ვიხილავთ და მეტოქეს შანსს არ დავუტოვებთ“.
ირლანდიელთა ვეტერანს საქართველოს წინააღმდეგ ევრო2020-ის შესარჩევ ციკლში უთამაშია და 2003 წლის 29 მარტს თბილისში მიხეილ მესხზე გამართულ შეხვედრაში (რომელიც ირლანდიამ 2:1) გოლიც გაუტანია.