დამაჯერებელი საფრანგეთი, შევჩენკოს ექვსიდან ექვსი - ერთა ლიგაზე მეორე ტური დაიწყო [ვიდეო]

საფრანგეთის ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საკუთარ მოედანზე და როგორც პლანეტის საუკეთესო გუნდს ეკადრება, ძალიან დამაჯერებელი თამაში აჩვენა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალთან შედარებით, დიდიე დეშამის გუნდში ერთადერთი ცვლილება იყო – არეოლამ დაიკავა კარში ლორისის ადგილი.

ამჯერად ფრანგები უფრო თამამად გამოიყურებოდნენ და უფრო სანახაობრივ ფეხბურთს უჩვენებდნენ, ვიდრე ზაფხულში რუსულ მინდვრებზე. მათ ფონზე, პირველ ტაიმში ჰოლანდია ძალიან უსუსურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, როცა პრომესმა ბურთი ჩააბარა მატუიდის, რომელმაც საგოლე პასი მიაწოდა მბაპეს.

ჰოლანდიამ მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლო მომატება და ანგარიშის გათანაბრებაც კი მოახერხა – მარჯვენა ფლანგიდან შეტევა ტეტეს ჩაწოდებით და ბაბელის დასწრებაზე თამაშით დასრულდა – 1:1.

გაშვებული გოლის შემდეგ, ფრანგებმა მაშინვე მოუმატეს და ოლივიე ჟირუმ ლამაზი დარტყმით ერთა ლიგაზე პირველი მატჩი მოაგებინა თავის გუნდს. ჟირუსთვის ეს 32-ე გოლი იყო ეროვნულ გუნდში. მან გაუსწრო ზინედინ ზიდანს (31) და საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის მეოთხე ბომბარდირი გახდა.

სხვათა შორის, ფრანგებმა ჰოლანდიას ზედიზედ მეხუთედ მოუგეს.

არსებობდა დიდი ალბათობა, რომ დანიას მოყვარულებით დაკომპლექტებული გუნდით ეთამაშა უელსის წინააღმდეგ, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მოაგვარა კონფლიქტი ძირითად ფეხბურთელებთან, პირველ რიგში, კრისტიან ერიქსენთან, რომელმაც დუბლი შეასრულა და ნაკრებში ბოლო 18 მატჩში 20 ქულა (15+5) დააგროვა. „ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა მთლიანად დაჩრდილა გარეტ ბეილი, რომელსაც ერთადერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა.

ფორმალურად, უკრაინის ნაკრები შინ თამაშობდა, მაგრამ პუბლიკის დახმარების იმედი არ ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს უეფა-მ ​ადგილობრივი ფედერაცია ესპანეთთან შესარჩევ მატჩში გულშემატკივართა საქციელის გამო დასაჯა და ერთი მატჩის მაყურებელთა გარეშე ჩატარება დააკისრა.

შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით, მატჩი სლოვაკეთთან სანახაობრივი არ გამოვიდა. პირველ ტურში ჩეხეთთან მოგებულ თამაშთან შედარებით, ანდრეი შევჩენკოს შეგირდებმა სამჯერ ნაკლები მომენტი შექმნეს. თუმცა, მეტოქეზე ზეწოლა ჰქონდათ და ამან მაინც მოიტანა შედეგი – ციგანკოვი საჯარიმოში წააქცია შკრინიარმა და პენალტი იარმოლენკომ გამოიყენა.

A ლიგა
I ჯგუფი
საფრანგეთი-ჰოლანდია 2:1
გოლები: 1:0 მბაპე (14), 1:1 ბაბელი (67), 2:1 ჟირუ (75)
საფრანგეთი: არეოლა, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი (მენდი, 62), მბაპე, პოგბა, კანტე, გრიზმანი (ნ`ზონზი, 81), მატუიდი, ჟირუ (დემბელე, 89).
ჰოლანდია: სილესენი, დე ლიგტი, ვან დეიკი, ბლინდი, ტეტე (იანმაატი, 82), პროპერი, ფ. დე იონგი, ვიინალდუმი, პრომესი (ვორმერი, 76), ბაბელი (ლ. დე იონგი, 88), დეპაი.

სატურნირო მდგომარეობა:
1. საფრანგეთი – 2 მატჩი, 4 ქულა
2. გერმანია – 1 მატჩი, 1 ქულა
3. ჰოლანდია – 1 მატჩი, 0 ქულა

B ლიგა
I ჯგუფი
უკრაინა-სლოვაკეთი 1:0
გოლი: 1:0 იარმოლენკო (80-პენ)

სატურნირო მდგომარეობა:
1. უკრაინა – 2 მატჩი, 6 ქულა
2. ჩეხეთი – 1 მატჩი, 0 ქულა
3. სლოვაკეთი – 1 მატჩი, 0 ქულა

IV ჯგუფი
დანია-უელსი 2:0
გოლები: 1:0 ერიქსენი (32), 2:0 ერიქსენი (63-პენ)

სატურნირო მდგომარეობა:
1. დანია – 1 მატჩი, 3 ქულა
2. უელსი – 2 მატჩი, 3 ქულა
3. ირლანდია – 1 მატჩი, 0 ქულა

C ლიგა
III ჯგუფი
ბულგარეთი-ნორვეგია 1:0
გოლები: 1:0 ვასილიევი (59)

კვიპროსი-სლოვენია 2:1
გოლები: 0:1 ბერიჩი (54), 1:1 სოტირიუ (69), 2:1 სტოიანოვიჩი (89-საკ. კარში)

სატურნირო მდგომარეობა:
1. ბულგარეთი – 2 მატჩი, 6 ქულა
2. ნორვეგია – 2 მატჩი, 3 ქულა
3. კვიპროსი – 2 მატჩი, 3 ქულა
4. სლოვენია – 2 მატჩი, 0 ქულა

D ლიგა
I ჯგუფი
საქართველო-ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77-პენ)

სატურნირო მდგომარეობა:
1. საქართველო – 2 მატჩი, 6 ქულა
2. ანდორა – 1 მატჩი, 1 ქულა
3. ლატვია – 2 მატჩი, 1 ქულა
4. ყაზახეთი – 1 მატჩი, 0 ქულა

IV ჯგუფი
მაკედონია-სომხეთი 2:0
გოლები: 1:0 ალიოსკი (13-პენ), 2:0 პანდევი (59)

ლიხტენშტაინი-გიბრალტარი
გოლები: 1:0 სალანოვიჩი (32), 2:0 ვაიზერი (72)

სატურნირო მდგომარეობა:
1. მაკედონია – 2 მატჩი, 6 ქულა
2. ლიხტენშტაინი – 2 მატჩი, 3 ქულა
3. სომხეთი – 2 მატჩი, 3 ქულა
4. გიბრალტარი – 2 მატჩი, 0 ქულა