დალინო გალინარიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კორონა ვირუსზე ისაუბრა (ვიდეო)
მანამდე სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონა ვირუსის გავრცელებას ებრძვიან და ცდილობენ პრევენციული ზონები მიიღონ, იტალიაში ახალ ინფექციასთან დაკავშირებით პანდემიის საშიშროება და უმძიმესი ვითარებაა. ჩინეთის შემდეგ, სადაც COVID-19 პირველად დაფიქსირდა, იტალია არის ყველაზე პრობლემატური ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მხრივ. ინფექცია 10 000 ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.
„ოკლაჰომას” საკალათბურთო გუნდის წევრი დანილო გალინარი, რომელიც იტალიელია ბოლო პრესკონფერენციაზე სწორედ მის ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსზე ისაუბრა.
„მე ჩემს ოჯახთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. დღეში რამდენჯერმე ვესაუბრები ჩემს ახლობლებს. იტალიაში ძალიან მძიმე სიტუაციაა. იმედი მაქვს ჩვენ ყველა ერთად გავუმკლავდებით ამ პრობლემას და მალე ვითარება გამოსწორდება. აქამდე ყველა სახელმწიფო დაწესებულება, საავადმყოფო და ექიმები ურთულეს და უდიდეს სამუშაოს ატარებენ იმისათვის, რომ ვირუსთან ბრძოლა ეფექტურად წარიმართოს. როგორც ყველამ დავინახეთ ჩინეთში სიტუაცია საგრძნობლად და დრამატულად გამოსწორდა, აქედან გამომდიარე ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენთანაც მალე ყველაფერი კარგად იქნება.” – განაცხადა გალინარიმ.