„დალასმა“ დონჩიჩის გარეშე მოიგო, კარიმ 34 ქულა დააგროვა - NBA, პლეი ოფი, პირველი რაუნდი, პირველი მატჩები [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „დალასმა“ ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა ლუკა დონჩიჩის გარეშე.
* ჯეილენ ბრანსონმა 41 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა. ის „დალასის“ მეხუთე მოთამაშეა ისტორიაში, ვინც პლეიო ოფის მატჩში 40-ზე მეტი ქულა დააგროვა.
* მაქსი კლებერმა 11-დან რვა სამქულიანი ჩააგდო.
* „დალასმა“ 22 სამქულიანი გამოიყენა და ამით პლეი ოფში საკლუბო რეკორდი დაამყარა.
* სტეფ კარიმ ზედიზედ მეორე მატჩი დაიწყო სათადარიგო სკამიდან და 34 ქულა დააგროვა.
* ნიკოლა იოკიჩმა შვიდი წუთით ადრე მეორე ტექნიკური მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
* იოკიჩმა სერიის ორ მატჩში რვიდან ყველა სამქულიანი ააცილა.
* რეგულარული ჩემპიონატის მატჩების ჩათვლით, „გოლდენ სტეიტს“ ზედიზედ შვიდი მოგება აქვს.
* მეორე მეოთხედის ბოლოს „გოლდენ სტეიტი“ 23:4 გაიქცა და 31:43-დან 54:47 დაწინაურდა.
* კარი 27-ე მოთამაშე გახდა NBA-ის ისტორიაში, ვინც პლეი ოფში 3000 ქულა დააგროვა.
* კარიმ, პულმა და ტომპსონმა 52-დან 31 ტყორცნა ჩააგდეს, მაღ შორის, 13 სამქულიანი.
აღმოსავლეთი
ფილადელფია-ტორონტო 112:97
32:33, 35:19, 28:19, 17:26
ფ: ემბიდი (31+11 მოხსნა), მაქსი (23+9 მოხსნა+8 პასი), ჰარისი (20+10 მოხსნა), ჰარდენი (14+6 პასი), გრინი (11).
ტ: ანუნობი (26), ვანვლიტი (20+7 პასი), სიაკამი (20+10 მოხსნა), ბუშე (17+8 მოხსნა).
სერია: 2-0
დასავლეთი
დალასი-იუტა 110:104
24:24, 24:31, 29:26, 33:23
დ: ბრანსონი (41+8 მოხსნა), კლებერი (25), დინუიდი (17+6 პასი), ბულოკი (11).
ი: მიტჩელი (34), ბოიან ბოგდანოვიჩი (25), კლარკსონი (21), ო’ნილი (12+9 მოხსნა), გობერი (8+17 მოხსნა).
სერია: 1-1
გ. სტეიტი-დენვერი 126:106
25:26, 32:25, 44:30, 25:25
გ-ს: კარი (34), პული (29+8 პასი), ტომპსონი (21), უიგინსი (13+8 მოხსნა), ბიელიცა (10).
დ: იოკიჩი (26+11 მოხსნა), მორისი (12), ბარტონი (12+10 მოხსნა), ჰაილენდი (12), ფორბსი (10).
სერია: 2-0