„დალასმა“ დონჩიჩის გარეშე ისევ მოიგო, „გოლდენ სტეიტი“ 3:0 დაწინაურდა - NBA, პლეი ოფი, პირველი რაუნდი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „მემფისმა“ 26-ქულიანი ჩამორჩენის მოუხედავად მოიგო. ასეთი ქამბექი კლუბს ისტორიაში არ ჰქონია.
* მატჩის ბოლო 15 წუთი „მემფისმა“ 50:16 მოიგო.
* დესმონდ ბეინმა (მემფისი) შვიდი სამქულიანი ჩააგდო.
* „მინესოტამ“ მეორე და მესამე მეოთხედების მიჯნაზე რვა წუთისა და 34 წამის განმავლობაში თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდო.
* „მემფისი“ პირველად წინ (86:85) მეოთხე მეოთხედში გავიდა და ლიდერობა აღარ დაუთმია.
* * *
* ლუკა დონჩიჩმა ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა და მისმა შემცვლელმა ჯეილენ ბრანსონმა ბოლო ორ მატჩში 72 ქულა დააგროვა.
* „იუტამ“ შეწყვიტა შინ „დალასთან“ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია.
* „დალასის“ სათადარიგოებმა – კლებერმა, ბერტანსმა და გრინმა 17-დან 11 სამქულიანი ჩააგდეს და ჯამში 44 ქულა დააგროვეს. „იუტას“ ყველა სათადარიგოს ჯამში 24 ქულა ჰქონდა.
* * *
* სტეფ კარიმ, ჯორდან პულმა და კლეი ტომპსონმა ერთად 80 ქულა დააგროვეს.
* კარი პლეი ოფის ზედიზედ 115 მატჩია ახერხებს მინიმუმ ერთი სამქულიანის ჩაგდებას.
* „გოლდენ სტეიტმა“ პირველ ტაიმში 68-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა.
* ტომპსონი მესამე ადგილზე გადავიდა პლეი ოფში სამქულიანების რაოდენობით (388). მან რეი ალენს (385) გაუსწრო.
* სერიის სამივე მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ შტამბეჭდავი გაქცევა მოაწყო მეორე მეოთხედში – 16:0 პირველ მატჩში, 15:2 მეორეში, 15:4 მესამეში.
* „დენვერს“ პლეი ოფში ზედიზედ შვიდი წაგება აქვს.
* NBA-ის პლეი ოფის ისტორიაში, არც ერთ გუნდს არ მოუგია სერია 0:3 ჩამორჩენის შემდეგ. 143 შემთხვევა და 0 მოგება.
დასავლეთი
მინესოტა-მემფისი 95:104
39:21, 12:23, 32:23, 12:37
მინ: რასელი (22+8 პასი), ედვარდსი (19+7 მოხსნა), ბევერლი (14), ბიზლი (11), ვანდერბილტი (10+13 მოხსნა).
მემ: ბეინი (26), კლარკი (20+8 მოხსნა), მორანტი (16+10 მოხსნა+10 პასი), ბრუქსი (11), ჯონსი (11).
სერია: 1-2
იუტა-დალასი 118:126
20:27, 31:41, 40:29, 27:29
ი: მიტჩელი (32+6 პასი), ბოიან ბოგდანოვიჩი (24), კონლი (21+6 პასი), გობერი (15+7 მოხსნა), კლარკსონი (14).
დ: ბრანსონი (31), დინუიდი (20+6 პასი), კლებერი (17), ბერტანსი (15), ფინი-სმიტი (14+8 მოხსნა), ბულოკი (12), გრინი (12+6 პასი).
სერია: 1-2
დენვერი-გ. სტეიტი 113:118
32:34, 27:35, 30:18, 24:31
დ: იოკიჩი (37+18 მოხსნა), გორდონი (18+12 მოხსნა), ბარტონი (13), მორისი (10+6 პასი).
გ-ს: პული (27), კარი (27+6 პასი), ტომპსონი (26), პეიტონი (11), გრინი (6+10 პასი).
სერია: 0-3