„დალასის“ ბოლო საშინაო შეხვედრის შემდეგ დირკ ნოვიცკის გააცილებენ
„დალასის“ ბოლო საშინაო შეხვედრის შემდეგ დირკ ნოვიცკის გააცილებენ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2018-19 წლების სეზონის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა. წელს აქტიურ სპორტულ კარიერას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე ლეგენდარული კალათბურთელი ასრულებს.

სპორტის ამ სახეობის მოყვარულები მომავალი სეზონიდან დვეინ ვეიდის და დირკ ნოვიცკის თამაშს ვეღარ იხილავს. შესაძლოა კარიერა ვინს კარტერმაც დაასრულოს. „ვინსენითი„ 42 წლის არის და იმ შემთხვევაში თუ 2019-20 სეზონშიც იასპარეზებს, აბსოლუტურ რეკორდს დაამყარებს.

რაც შეეხება დირკ ნოვიცკის, სავარაუდოდ დირკი „დალასის“ შემადგენლობაში უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს. ოფიციალურად ლეგენდარულ გერმანელს კარიერის დასრულებაზე ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა ფაქტია, რომ დალასში 9 აპრილის „ფინიქთან“ გასამართი მატჩისთვის სერიოზულად ემზადებიან.

ნოვიცკის ამ თამაშის შემდეგ საზეიმო გააცილებენ. დირკ ნოვიცკი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე დროის ერთ-ერთ საუკეთესო ევროპელ მოთამაშედ ითვლება. მანდ „დალასთან“ ერთად 2011 წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ გამარჯვებაში ლომის წვლილი სწორედ დირკს ეკუთვნის.