„დალასი“ პორზინგისს მაქსიმალურ - $158-მილიონიან კონტრაქტს შესთავაზებს
მიუხედავად იმისა, რომ „დალასის“ ლეგენდა დირკ ნოვიცკიმ სპორტული კარიერა დაასრულა, „მავერიკსის“ გულშემატკივრები 2019-2020 წლების სეზონს ოპტიმისტურად უნდა ხვდებოდნენ. ლუკა დონჩიჩმა წლის საუკეთესო ახალწვეულის პრიზი მიიღო.
ტეხასური გუნდი ასევე ლატვიელ სუპერვარსკვლავ კრისტაპს პორზინგისით გაძლიერდა, რომელიც ამ დრომდე ტრავმას მკურნალობს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, „დალასმა“ უკვე გააჟღერა, თუ რა ხელფასის შეთავაზებას აპირებს ლატვიელისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ კრისტაპსი „დალასში“ 5 წელი დარჩება, ამ დროის განმავლობაში 158 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.