დალასი-ნიუ ორლეანსისა და ჩიკაგო-ბოსტონის მატჩები კორონავირუსის პროტოკოლის გამო გადაიდო
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე არაერთხელ აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში. ლიგის ხელმძღვანელობას კიდევ ორი მატჩის ჩაშლა მოუწია. მიზეზი კი მოთამაშეების მიერ პანდემიის პროტოკოლის წესების დარღვევა ან დაინფიცირების შემთხვევებია.
დღეს „დალასს“ საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეანის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა ზევით აღნიშნული მიზეზის გამო მატჩი გადაიდო. ანალოგიური შემთხვევის გამო არ შედგება „ჩიკაგოსა“ და „ბოსტონის“ შეხვედრაც.