„დალასი“ 2011 წლის შემდეგ პირველად კონფერენციის ფინალშია - NBA, პლეი ოფი [ვიდეო] #1TVSPORT
„დალასი“ 2011 წლის შემდეგ პირველად კონფერენციის ფინალშია - NBA, პლეი ოფი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „დალასი“ მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა. მაქსიმალურმა სხვაობამ 46 ქულა შეადგინა.

* „დალასი“ 2011 წლის შემდეგ პირველად გავიდა დასავლეთი კონფერენციის ფინალში.

* პირველ ტაიმში „დალასის“ 57 ქულიდან 48 დონჩიჩმა და დინუიდიმ დააგროვეს.

* „ფინიქსმა“ თამაშიდან 37.9 პროცენტის სიზუსტით ისროლა. მისმა ლიდერებმა – კრის პოლმა და დევონ ბუკერმა ერთად 21 ქულა აიღეს.

* „ფინიქსმა“ ზედიზედ მეორე პლეი ოფში წააგო სერია, როცა 2:0 იყო დაწინაურებული.

* „ფინიქსი“ მხოლოდ მეორე გუნდია ისტორიაში, რომელმაც რეგულარულში მინიმუმ 64 მატჩი მოიგო და კონფერენციის ფინალში ვერ გავიდა, მანამდე ეს 2007 წელს „დალასმა“ გააკეთა.

 

ფინიქსი-დალასი          90:123

17:27, 10:30, 23:35, 40:31

: კ. ჯონსონი (12), ბუკერი (11), პოლი (10), უეინრაიტი (10).

: დონჩიჩი (35+10 მოხსნა), დინუიდი (30), ბრანსონი (24).

სერია: 3-4