Daily Record: კლოპმა ასისტენტი მოიშორა
Daily Record: კლოპმა ასისტენტი მოიშორა

“რომასთან” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის უცვლელმა ასისტენტმა ჟელკო ბუვაჩმა ინგლისური კლუბი დატოვა.

როგორც გაზეთმა ‘გარდიანმა’ დაწერა, ბუვაჩი საქმეებს, სეზონის ბოლომდე, პირადი მიზეზების გამო ჩამოცილდა. კლოპს იმედი აქვს, რომ დასვენება მის ასისტენტს დაეხმარება, შემოდგომაზე დაუბრუნდეს სამუშაოს.

მაგრამ ‘დეილი რექორდმა’ გაარკვია, რომ ბოლო დროს კლოპსა და ბუვაჩს შორის ურთიერთობა სერიოზულად დაიძაბა. მწვრთნელები ერთმანეთს მატჩების დროს არ ელაპარაკებოდნენ და 56 წლის ბოსნიელი ტაქტიკურ მეცადინეობებზე არ დაიშვებოდა.

კლოპი და ბუვაჩი ერთად 2001 წლიდან მუშაობდნენ. მათი თანამშრომლობა შვიდ წელს ითვლის “მაინცში” (2001-08) და ამდენივეს – “დორტმუნდში” (2008-15). უფრო ადრე, ისინი ერთად თამაშობდნენ “მაინცში”.
კლოპი ბუვაჩს “დუეტის ტვინს” უწოდებდა.