ბრიტანულმა გამოცემა Daily Mirror-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებთა რეიტინგი. სია შედგენილია გუნდების ბოლოდროინდელი გამოსვლებისა და ისტორიაში დიდ ტურნირებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით.
ტურნირის მთავარ ფავორიტად მოინათლა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – გერმანიის ნაკრები. მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონმა ესპანეთმა, მესამე – მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ბრაზილიამ, რომელმაც პირველმა მოიპოვა მუნდიალზე თამაშის უფლება.
რაც შეეხება ჩემპიონატის მასპინძელ რუსეთს, ის ამ ჩამონათვალში მხოლოდ 24 ადგილზეა.
სრული რეიტინგი ასეთ გამოიყურება:
1. გერმანია
2. ესპანეთი
3. ბრაზილია
4. არგენტინა
5. საფრანგეთი
6. პორტუგალია
7. ურუგვაი
8. ბელგია
9. ინგლისი
10. კოლუმბია
11. პოლონეთი
12. ხორვატია
13. დანია
14. ეგვიპტე
15. მექსიკა
16. შვედეთი
17. სენეგალი
18. კოსტა რიკა
19. პერუ
20. შვეიცარია
21. სერბეთი
22. ისლანდია
23. ნიგერია
24. რუსეთი
25. მაროკო
26. ს. კორეა
27. ირანი
28. იაპონია
29. ტუნისი
30. ავსტრალია
31. პანამა
32. საუდის არაბეთი