Daily Mail - მანჩესტერ სიტი მბაპეში სარეკორდო - 224 მილიონ ევროს გადაიხდის
„მანჩესტერ სიტის“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის – კილიან მბაპეს შეძენა სურს და მზად არის, ფრანგი ფეხბურთელისთვის 200 მილიონი ფუნტი (224 მილიონი ევრო) გადაიხადოს“ – წერს Daily Mail. ტრანსფერი, შესაძლოა, უკვე ამ ზამთარს განხორციელდეს.
ეს იქნება სარეკორდო თანხა ფეხბურთის ისტორიაში. ამ მომენტისთვის, ყველაზე ძვირფასი ტრანსფერი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ – 222 მილიონ ევროდ, ფორვარდ ნეიმარის გადასვლაა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ გასულ სეზონში მბაპე „მონაკოდან“ იჯარით, 130 მილიონ ევროდ – აუცილებელი გამოსყიდვის უფლებით აიყვანა.