დაძაბულობა და მხოლოდ ერთი გოლი პლეი ოფებში - გამარჯვებულები 11 დეკემბერს გაირკვევა
დღეს ეროვნული ლიგის პლეი ოფის პირველი თამაშები გაიმართა. ეროვნული ლიგის ორი ადგილისთვის ერთმანეთს ლიგის აუტსაიდერები და ლიგა 2-ის მეორე-მესამეადგილოსნები დაუპირისპირდნენ.
„გივი ჩოხელი – არენაზე“ „თელავმა“ „რუსთავს” უმასპინძლა. მასპინძლებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ისარგებლეს: 54-ე წუთზე სტუმართა კარი თელაველთა 22 წლის ნახევარმცველმა მიხეილ ბაშელეიშვილმა აიღო და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულა – 1:0 „თელავის“ სასარგებლოდ.
ბოლნისის „სიონმა“ „სამტრედიას“ „თამაზ სტეფანიაზე“ უმასპინძლა. დიდი მონდომების მიუხედავად, გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.
განმეორებითი მატჩები 11 დეკემბერს რუსთავსა და სამტრედიაში გაიმართება. შედეგებიდან გამომდინარე, ჯერ წარმატება გარანტირებული არც ერთ გუნდს არ აქვს.