დაძაბული შეხვედრა სამტრედიელებმა მოიგეს | ხელბურთი
დაძაბული შეხვედრა სამტრედიელებმა მოიგეს | ხელბურთი

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშება განახლდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პირველ სათამაშო დღეს სპორტის უნივერსიტეტმა წყალტუბოს „პრომეთე“, ხოლო „სამტრედიამ“ 41:33 სძლია ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონს და წინა ორი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორს, იმედი-სტუ-ს.

დღეს ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს პირველი სათამაშო დღის გამარჯვებულები, სპორტის უნივერსიტეტი და „სამტრედია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული და ნერვულიც გამოდგა. „სპორტუნის“ მწვრთნელს, გივი შარანგიას შეხვედრის არბიტრთან პრეტენზიები ჰქონდა, რის გამოც ის დარბაზიდან გააძევეს.

გამარჯვებული მხოლოდ ბოლო წუთებზე გაირკვა – „სამტრედიამ“ მეტოქე 36:34 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში „იმედი-სტუ“ წყალტუბოს „პრომეთეს“ დაუპირისპირდება.

მეორე ოთხეულის გუნდები, BSB ბათუმი, ქუთაისი, პეგასი და გორი მეოთხე-მეხუთე ტურის მატჩებს 3-4 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართავენ. პირველი წრე კი 18 დეკემბერს დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონი ტრადიციულად გამოვლინდება: სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ, ოთხი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს.