დადგინდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ევროპული კვალიფიკაციის ვადები
დადგინდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ევროპული კვალიფიკაციის ვადები

უეფამ დაამტკიცა ევროპული ნაკრებებისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ჩატარების ვადები.

როგორც უეფას პრესსამსახური იტყობინება, კვალიფიკაცია გაიმართება 2021 წლის 24 მარტიდან 16 ნოემბრამდე. ამასთან, 2022 წლის მარტში იგეგმება პლეი ოფის მატჩები დამატებითი საგზურების გასანაწილებლად.

აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 2020 წლის 29 ნოემბერს გაიმართება. ყველა ევროპული გუნდი გადანაწილდება 10 ჯგუფში. ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ მოხვდებიან ყატარში. მეორე ადგილზე გასული გუნდები და ერთა ლიგის ორი საუკეთესო გუნდი პლეი ოფის სისტემით გაითამაშებს დარჩენილ სამ საგზურს.

ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი დაგეგმილია 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე.

დატოვე კომენტარი