ლივერპულის ნახევარმცველი ჯერდან შაჩირი მოახლოებულ სანაკრებო თამაშებს გამოტოვებს, – იტყობინება ბიბისი (BBC). მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზარდულის ტრავმაა.
ეს ცნობა ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან 23 მარტს, ევროშესარჩევის პირველ მატჩში, ჩვენი ეროვნული გუნდი სწორედ შვეიცარიას მასპინძლობს.
27 წლის შაჩირიმ, მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში ექვსი გოლი გაიტანა, თუმცა 30 იანვრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა.
წელს მერსისაიდელები განსაკუთრებით ძლიერად გამოიყურებიან და შანსი აქვთ, 1990 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები.
შემდეგი მატჩი ლივერპულს 31 მარტს ტოტენჰემის წინააღმდეგ უწევს.