-73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა და ფრიდონ გიგანმა ნახევარფინალური შეხვედრები მოიგეს და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
შავდათუაშვილმა ჰოლანდიელი სემ ვესტენდე საკმაოდ იოლად დაამარცხა, ფრიდონ გიგანმა კი ირანელ მოჰამად მოჰამადის უდრამატულესი ბრძოლა მოუგო, როდესაც იპონით ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წამით ადრე გაიმარჯვა.
ამავე წონით კატეგორიაში ომარ ნიაზაშვილმა შვეიცარიელ ნილს შტუმპთან წააგო და ბრინჯაოს მოპოვების შანსიც დაკარგა.