ქუთაისის „ტორპედომ“ ბექა ტუღუში დაიმატა. 31 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერზე ინფორმაცია „ტორპედოს“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
ტუღუში თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, მაგრამ კარიერის დიდი ნაწილი სწორედ „ტორპედოში” გაატარა და კლუბის მაისურით შვიდი სეზონი ითამაშა. 132 მატჩში მან 22 გოლი გაიტანა.
ტუღუშმა 2016-2018 წლებში „ტორპედოსთან“ ერთად მოიპოვა ტიტულები – გახდა საქართველოს ჩემპიონი, დავით ყიფიანის სახელობის თასის და სუპერთასის მფლობელი.
ის კახა ჩხეტიანის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, რომელიც 2018 წლის ივლისში, მოულოდნელად გუნდიდან გაუშვეს. ოფიციალურად კი ასე გამოცხადდა – „ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა“.
ბოლო 31 წლის ფეხბურთელი ეროვნული ლიგა 2-ის წყალტუბოს „სამგურალში“ თამაშობდა.