დაბრუნება სამი წლის შემდეგ - გიგაური „ტორპედოში“ ითამაშებს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები ხანმოკლე პაუზის შემდეგ განახლებული შემადგენლობით შეიკრიბნენ – ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის გუნდთან ერთად მერაბ გიგაური ემზადება, რომელიც გუნდში სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
29 წლის ნახევარმცველი ქუთაისის „ტორპედოში“ 2010–2014 და 2017-2019 წლებში თამაშობდა. 2019 წელს კი აზერბაიჯანში გადავიდა, სადაც 2019–2021 წლებში „გაბალაში“ იყო, ხოლო 2021–2022 წლებში ბაქოს „შამახში“ (ყოფილი „კეშლა“) გამოდიოდა.
გიგაურს „შამახთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს დაუსრულდა. ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან მაშინ განაცხადა, რომ თავისუფალი აგენტი გახდა, მაგრამ „შამახმა“ ახალ კონტრაქტი შესთავაზა. მაგრამ გუნდში ხელმძღვანელობა შეიცვალა და დაბრუნება აღარ ისურვა.
გიგაურს კონტრაქტს კიდევ ორი აზერბაიჯანული გუნდი სთავაზობდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქუთაისის „ტორპედო“ და მერაბ გიგაურმა ყოფილ კლუბში დაბრუნება ამჯობინა, სადაც გულშემატკივრები ძალიან აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის გამოცდილი ნახევარმცველი იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, 2013 წელს კი თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.