ცსკა-სთან საუკეთესო დავითაშვილი იძულებით შეცვალეს, კვარაცხელიას „რუბინი“ ისევ დამარცხდა - 18 წლის გაგნიძე ძირითადში დამკვიდრდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა ყაზანის „რუბინში“, რომელიც სამარაში „კრილია სოვეტოვს“ რუსეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
ყაზანელებმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ბრალი რომ არ არის ლეონის სლუცკის გუნდი არევა, ამ შეხვედრამაც გამოაჩინა. საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი აქტიურობდა და გამოცემა „ჩემპიონატმა“ 6,5 ქულა დაუწერა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. რუსული მედიის ცნობით, არაა გამორიცხული, ყაზანელების მთავარი მწვრთნელი გააათავისუფლონ.
ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო ტულას „არსენალში“, რომელიც მოსკოვში ცსკა-სთან 0:2 დამარცხა. აღსანიშნავია, რომ წაგებულ გუნდში საუკეთესო შეფასებები „ჩემპიონატმა“ ზურიკო დავითაშვილს და ევანს კანგვას დაუწერა – ორივეს 6,5 ქულა. ქართველი შემტევი სტუმართა შორის ყველაზე აქტიური იყო და ერთადერთი საგოლე მომენტი შექმნა. მაგრამ ტაიმის ბოლოს დაშავდა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.
ერთადერთი გუნდი, სადაც ქართველები თამაშობენ და მოიგო, ეკატერინბურგის „ურალია“. გუნდმა გასვლაზე „როსტოვი“ 4:1 დაამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ლეო გოგლიჩიძემ, ხოლო ლუკა გაგნიძემ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მესამედ ითამაშა და მხოლოდ 89-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში „ჩემპიონატმა“ 6,5 ქულით შეაფასა,.