ცსკა-ს მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი - შენგელია თავს უკეთესად გრძნობს
ცსკა-ს მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი - შენგელია თავს უკეთესად გრძნობს

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე მეორე მატჩი გამართა. ნარსულთანში მოგების შემდეგ კოსკოველებმა პერმის „პარმას“ უმასპინძლეს. ეს ის გუნდია, რომელსაც ამასწინათ გომელსკის თასის ფინალში კუდით ქვა ასროლინეს. თუმცა ამჯერად თამაში სხვა სცენარით წარიმართა – ცსკა-ს კალათბურთელებმა სათანადო მობილიზება ვერ მოახერდხეს და 95:97 დამარცხდნენ.

წაგების მიზეზებზე მსჯელობისას ცსკა-ს მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა სტატისტიკა მოიშველია:

„მატჩის დასრულებამდე 20 ქულის სხვაობით ვიგებდით. კალათბურთელებმა ირწმუნეს, რომ საქმე მოთავებული იყო. თუმცა ამის შემდეგ შვიდი შეცდომა დავუშვით, მეტოქემ 6-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და სახეში მძლავრად „გაგვილაწუნა“.

თორნიკე შენგელიას არ უთამაშია, მას „ასტანასთან“ მატჩისას მუხლი დაუზიანდა და მკურნალობს. ცსკა-ს უახლოესი შეხვედრა ევროლიგაზე აქვს. 1 ოქტომბერს ბარსელონაში ითამაშებს. „პარმასთან“ მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მოსკოველების მთავარ მწვრთენლს თორნიკეს ჯანმრთელობაზეც ჰკითხეს.

„ამ შეკიხვის ადრესატები ექიმები არიან. მათ უკეთ იციან, რა მდგომარეობაშია შენგელია. როგორც თვითონ მითხრა, თავს უკეთ გრძნობს. იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდება“, – ასეთი იყო დიმიტრის იტუდისის პასუხი.