ცსკა „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ - შენგელია ბომბარდირი გახდა, კოკოშკოვმა მოიგო [ვიდეო]
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ამჟამად თურქული „ფენერბაჰჩეს“ თავკაცია. მისი გუნდი ევროლიგის 21-ე ტურის მატჩის სათამაშოდ მოსკოვში ჩავიდა და თორნიკეს შენგელიას ცსკა-სთან 89:83 გაიმარჯვა.
ეს იყო „ფენერისთვის“ მე-11 მოგება, რითაც მან საპლეიოფო რვაულში მოხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება ცსკა-ს 15 გამარჯვებით კვლავ პირველ ადგილზეა.
თურქულ კლუბთან მატჩში მოსკოველთა ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. „ფენერის“ გამარჯვება კი ჩეხი იან ვესელის დამსახურებაა, რომელმაც 24 ქულასა და 6 მოხსნას მოუყარა თავი.
აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ეპიზოდიად თორნიკე შენგელიას ჩატენვა დასახელდა.