სასტუმრო „გრანდ შერატონ მეტეხი პალასში“, ეროვნული ლიგის 2023 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სეზონის საუკეთესო გოლად ცოტნე ფაცაციას მიერ გატანილი ბურთი დაასახელეს.
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ბათუმის „დინამოს“ 23 წლის ნახევარმცველი „თელავთან“ მოგებულ (3:0) შეხვედრაში მოედანზე შეცვლაზე შევიდა, 90+1-ე წუთზე კი გოლი საკუთარი ნახევრიდან გაიტანა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა გასული სეზონის 10 გამორჩეული გოლი დაასახელეს:
10. გიორგი ზარია („დინამო“ ბათუმი – „თელავი“ 3:0)
9. ზურაბ მუსელიანი („გაგრა“ – „სამგურალი“ 3:4)
8. სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“ ბათუმი – „სამგურალი“ 3:0)
7. გიორგი არაბიძე („ტორპედო“ – „სამტრედია“ 2:0)
6. კადეტე („დინამო“ ბათუმი – „დინამო თბილისი“ 2:2)
5. საბა ფირანაშვილი („დილა“ – „სამტრედია“ 1:3)
4. საბა მამაცაშვილი („გაგრა“ – „თელავი“ 4:1)
3. გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი“ – „თელავი“ 4:1)
2. ჯოვანი ფლამარიონი („დინამო“ ბათუმი – „გაგრა“ 3:1)
1. ცოტნე ფაცაცია („დინამო“ ბათუმი – „თელავი“ 3:0)