Corriere dello Sport - „ნაპოლის“ დირექტორი კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ესაუბრა #1TVSPORT
ბოლო დღეებში „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას შეხვდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ესაუბრა – ინფორმაციას Corriere dello Sport ავრცელებს.
„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას შეხვდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ესაუბრა. „ნაპოლის“ სურს, რომ სიურპრიზებისგან თავი დაიზღვიოს. ქართველს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, სეზონში 1,4 მილიონი ევროს ანაზღაურებით. ბოლო დღეებში, ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი კვარაცხელიას გარემოცვას შეხვდა, რათა დაეწყო საუბარი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე“ – ამტკიცებს Corriere dello Sport.
იტალიური გამოცემის ცნობით, ქართველის კარგი თამაში „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას აიძულებს, რომ თავისი ტალანტის მოულოდნელი წასვლისგან თავი დაიზღვიოს: „ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონში სერია A-ში ყველაზე დიდი სიურპრიზია და „ნაპოლის“, რომელმაც ხვიჩა 10 მილიონ ევროდ დაიმატა, გუნდში მისი დიდი ხნით დატოვება სურს“.