Corriere Dello Sport - „ნაპოლი“ კვარაცხელიას ლუკაკუს მსგავს ხელფასს სთავაზობს #1TVSPORT
„ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ქართველ თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს ოდენობის ხელფასს სთავაზობენ, – ინფორმაციას Corriere dello Sport ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ კარგად ვერ ითამაშა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელის თვისებები საეჭვო ნამდვილად არ არის. ნეაპოლელების მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავისი პროექტი მასზე ააწყო. მარცხენა გარემარბი გუნდში ყველაზე ტექნიკური მოთამაშე და ერთ-ერთი იმ მცირერიცხვოვანთაგანია, რომელსაც შეუძლია ერთ-ერთზე მეტოქეს აჯობოს და მატჩის ბედის დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. „ნაპოლიში“ კი იმედი აქვთ, რომ ის მომავალ სეზონებშიც გუნდში დარჩება.
ნეაპოლიტანური კლუბი აპირებს გარემარბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივოს: მისი აგენტი სეზონში 8 მილიონს ითხოვს, თუმცა, კლუბი სთავაზობს თანხას, რომელიც ფიქსირებული ხელფასით და ბონუსებით ლუკაკუს (6 მილიონი ევრო) უნდა გაუტოლდეს“, – წერს Corriere dello Sport.