Corriere dello Sport-ი - კვარაცხელიას მხარე კონტრაქტის გახანგრძლივებას და თანხის გაზრდას ითხოვს, „ნაპოლი“ მხოლოდ სამ მილიონს თანხმდება #1TVSPORT
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს უარყოფს და ამას სისულელეს უწოდებს, მაგრამ Corriere dello Sport-ი აბსოლუტურად განსხვავებულ ცნობას ავრცელებს.
კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ კონტრაქის განახლება მოლოდინის რეჟიმშია – საკითხს დე ლაურენტისი ბლოკავს
„ნაპოლის“ მაისურით ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ჯერ არ არის განსაზღვრული, რადგან კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება გაყინულია. გუნდი მზადყოფნაშია, მაგრამ ნეაპოლელთა პრეზიდენტი დე ლაურენტისი ქართველის აგენტებს ვერ ითანხმებს.
სერია A-ს პირველ ორ მატჩში მოპოვებული ექვსი ქულით, რუდი გარსიას „ნაპოლი“ მოემზადება ლიგის შემდეგი მატჩისთვის, რომელსაც „ჯენოასთან“ გასვლაზე 16 სექტემბერს, სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ხვიჩა კვარაცხელია კასტელ-ვოლტურნოში მანამდე არ იქნება – 77 ნომრის კონტრაქტის განახლების წინადადება მისი წარმომადგენლის მხრიდან მოდის, პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი აგენტის წინადადებებს ბლოკავს.
ჩვენი ინფორმაციით, მოთამაშის მხარის მოთხოვნებსა და „ნაპოლის“ წინადადებებს შორის დიდი უფსკრულია. კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებით გუნდი რისკავს, იმავე მოთხოვნებს სხვებისგანაც წააწყდეს. მოთამაშის წარმომადგენელი ითხოვს ხელშეკრულების გახანგრძლივებას და კორექტირებას 1.4 მილიონი ევროდან 5 მილიონამდე (+3 მილიონი ბონუსის სახით) სეზონში. თავის მხრივ, დე ლაურენტისი, მაქსიმუმ, 3 მილიონის გადახდას უზრუნველყოფს. მხარეებს შორის მნიშვნელოვანი დისტანციაა, ქართველი აგენტები იტალიაში იმყოფებიან“, – ამტკიცებს Corriere dello Sport-ი.