ცონგამ ბოლო ორი წლის განმავლობაში საუკეთესო ოცეულის ჩოგბურთელი პირველად დაამარცხა
ცონგამ ბოლო ორი წლის განმავლობაში საუკეთესო ოცეულის ჩოგბურთელი პირველად დაამარცხა

ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟო-ვილფრედ ცონგამ, ვაშინგტონში მიმდინარე ტურნირის მეორე წრეში, რუსი კარენ ხაჩანოვი ანგარიშით 6:4, 2:6, 7:5 დაამარცხა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  მან რეიტინგის პირველ ოცეულში მყოფ ჩოგბურთელს მოუგო.

ხაჩანოვი მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს.

„მე ვითამაშე ძალიან კარგი ჩოგბურთი და გამარჯვებით გახარებული ვარ. დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც საუკეთესო ოცეულის მოთამაშე დავამარცხე. ეს ჩემი შრომისთვის და კარგი თამაშისთვის საუკეთესო ჯილდოა“, – აღნიშნა ცონგამ.