ცოლზე, სიდედრსა და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ცოლის, სიდედრის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.
„2019 წლის 20 აპრილს, შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დ.ს.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-126-2,ბ (სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და 126′-2,გ (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ).
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.
2019 წლის 19 აპრილს ქ.თბილისში 112-იდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ცოტნე დადიანის ქუჩა N104-ში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით მყისიერად დააკავეს ამავე მისამართზე მცხოვრები 1993 წელს დაბადებული დ.ს., რომელმაც ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ტ.პ.-ს და სიდედრს- რ.ზ.-ს.
ამასთან, საავადმყოფოშია გადაყვანილი ბრალდებულის ჩვილი ნ.ს., რომელსაც მამამ ფიზიკური დაზიანება მიაყენა რ.ზ.-ს ხელიდან გამორთმევის შედეგად“, – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.