ცნობილმა იტალიელმა მოტომრბოლმა ბრიტანეთის გრანპრიზე მეხსიერება დაკარგა [ვიდეო]
მოტოგრანპრის იტალიელი მრბოლელი, „დუკატის“ წევრი ანდრეა დოვიციოზო სერიოზულ ავარიაში მოხვდა ბრიტანეთის გრანპრის დროს, – წერს „მოტორსპორტი“ (Motorsport).
დოვიციოზო ფაბიო კუარტარაროს შეეჯახა და მოტოციკლიდან ტრასაზე გადავარდა. იტალიელის მოტოციკლი აალდა. თავად მოტომრბოლი სავაადმყოფოში გადაივანეს – ის ბარძაყის არეში ტკივილებს უჩიოდა, აგრეთვე, მეხსიერების მცირეხნიანი დაკარგვა დაუდგინეს. საბოლოოდ, ანდრეა სერიოზულ ტრავმებს გადაურჩა და კვირას საღამოს საავადმყოფო დატოვა.
33 წლის დოვიციოზო მოტოგრანპრის სერიაში 2008 წლიდან გამოდის. მას 14 ეტაპი აქვს მოგებული და 57-ჯერ იყო პოდიუმზე ასული.
რბოლაში გამარჯვება „სუზუკის“ წევრმა, ესპანელმა ალექს რინსმა მოიპოვა, რომელმაც ბოლო მოსახვევში წაართვა პირველი ადგილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და საერთო ჩათვლის ლიდერს მარკ მარკესს.