ცნობილმა ჟურნალისტმა „ლივერპულში“ მთავარი მწვრთნელის შესაძლო შეცვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ცნობილმა ჟურნალისტმა „ლივერპულში“ მთავარი მწვრთნელის შესაძლო შეცვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ „ლივერპულში“ შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ დაწერა.

სკირას ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვოს არნე სლოტი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდი ვერ გავა 2026-27 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ან მიმდინარე სეზონს ტიტულის გარეშე დაასრულებს.

ნიდერლანდელი სპეციალისტის შემცვლელის ერთ-ერთი ძირითადი პრეტენდენტია ჩაბი ალონსო, რომელიც „ლივერპულის“ ხელმძღვანელობის დიდი ნდობით სარგებლობს.

ამ მომენტისთვის „ლივერპული“ 42 ქულით მეექვსე ადგილზეა პრემიერლიგის ცხრილში.