ერთა ლიგის მეოთხედფინალების შემდეგ გაირკვა არა მხოლოდ ტურნირის ნახევარფინალისტები, არამედ არენები, რომლებიც გადამწყვეტ მატჩებს უმასპინძლებენ.
უეფა-ს ინფორმაციით, ერთა ლიგის „ოთხთა ფინალი“ ორ სტადიონზე გაიმართება – შტუტგარტში და მიუნხენში. პირველი ნახევარფინალი გერმანიასა და პორტუგალიას შორის „ალიანც-არენაზე“ იქნება, საფრანგეთისა და ესპანეთის შეხვედრას კი „მერსედეს-ბენც-არენა“ მიიღებს.
მესამე ადგილისთვის მატჩი შტუტგარტში გაიმართება, ფინალს კი მიუნხენი უმასპინძლებს. „ოთხთა ფინალი“ 4-8 ივნისს გაიმართება.