ცნობილია საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სერბეთში გაემგზავრა.
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ასპარეზობები 15-ში დაიწყება და 18 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად იჭიდავებენ:
57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი (ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)
61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი (ევროპის 2021 წლის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის)
65 კგ – ბექა ლომთაძე (მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი და 2016 წლის ფინალისტი. ევროპის 4-გზის და ევროპული თამაშების პრიზიორი)
70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი (მსოფლიოს 2017 წლის და ევროპის მოქმედი ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის პრიზიორი)
74 კგ – გიორგი სულავა (ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)
79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე (ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)
86 კგ – ტარზან მაისურაძე (ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2014) და ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი)
92 კგ – მირიან მაისურაძე (ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი)
97 კგ – გივი მაჭარაშვილი (2019 წლის ევროპული თამაშების ფინალისტი. ევროპის (2017) და მსოფლიოს (2018) ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის)
125 კგ – გენო პეტრიაშვილი – (მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის (2020) და ბრინჯაოს (2016) პრიზიორი. ევროპული თამაშების (2015), მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 6-გზის პრიზიორი)