სანიოლმა ძირითადში კანკავა არ დააყენა - საქართველოს წინააღმდეგ შვედეთი ზლატანით იწყებს #1TVSPORT
სანიოლმა ძირითადში კანკავა არ დააყენა - საქართველოს წინააღმდეგ შვედეთი ზლატანით იწყებს #1TVSPORT

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც დღეს ბათუმის სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე შვედეთს შეხვდება.

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა – ლობჟანიძე, კვეკვესკირი, გვილია, აზაროვი – წიტაიშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია.

ამრიგად, ძირითად შემადგენლობაში არაა ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, ასევე თადარიგშია გიორგი ჩაკვეტაძე, ცენტრალურ თავდამსხმელადაა ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი. ეს ვილი სანიოლის დაყენებული სამი ძირითადი სიურპრიზია.

შვედეთის ნაკრები საქართველოს ტრადიციული 4-4-2 სათამაშო სქემით დაუპირისპირდება.

შვედეთის ნაკრები: რობინ ოლსენი – ემილ კრაფტი, ვიქტორ ნილსონ ლინდელოფი, იოაკიმ ნილსონი, ლუდვიგ ავგუსტინსონი – ემილ ფორსბერგი, კრისტოფერ ოლსონი, მატიას სვანბერგი, ვიქტორ კლაესონი – ალექსანდრ ისაკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის არენაზე შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის არენაზე შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).