ცნობილია ქართული კლუბების შემოსავალი ევროტურნირების პირველ ეტაპზე თამაშის შემდეგ #1TVSPORT
ცნობილია ქართული კლუბების შემოსავალი ევროტურნირების პირველ ეტაპზე თამაშის შემდეგ #1TVSPORT

ევროტურნირების პირველი ეტაპი დასრულდა და მომდევნო ეტაპზე სამი ქართული გუნდი ითამაშებს – ცნობილია, რა შემოსავალი მიიღეს მათ უეფა-სგან პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ.

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველივე ეტაპზე ყაზახურ „ასტანასთან“ დამარცხდა და მხოლოდ 280 ათასი ევრო გამოიმუშავა, მაგრამ ახლა კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გადაერთვება და ამისათვის დამატებით 350 ათას ევროს მიიღებს.

გორის „დილამ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი ბარიერი წარმატებით დაძლიეს და ამ რაუნდში მონაწილეობისთვის მისაღებ 150 ათას ევროს, მეორე ეტაპის 350 ათასიც დაემატება, ანუ უკვე გარანტირებულად ბიუჯეტი 500 ათასი ევროთი გაზარდეს.

ყველაზე მცირე შემოსავალი ბათუმის „დინამოს“ ერგო, რომელიც ალბანურ „ტირანასთან“ წაგების შემდეგ ტურნირს გამოეთიშა და, 150 ათასი ევროს გარდა, კომპენსაციის სახით 250 ათას ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული გუნდი ითამაშებს:

25 ივლისი

ჰამრუნ სპარტანსი“ (მალტა) – „დინამო თბილისი“

3 აგვისტო

„დინამო თბილისი“ – „ჰამრუნ სპარტანსი

27 ივლისი

ვორსკლა“ (უკრაინა) – „დილა“ (გორი)

3 აგვისტო

„დილა“ – „ვორსკლა

27 ივლისი

„ტორპედო (ქუთაისი) – „აქტობე“ (ყაზახეთი)

3 აგვისტო

„აქტობე“ – „ტორპედო“