ცნობილია პრემიერლიგის კლუბი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა VAR-ის გადაწყვეტილებებით #1TVSPORT
ცნობილია პრემიერლიგის კლუბი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა VAR-ის გადაწყვეტილებებით #1TVSPORT

VAR-ის სისტემა ინგლისის პრემიერლიგაში ოთხი წლის წინ დანერგეს. ახლა კი დაითვალეს და დაასახელეს გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა გამეორებების სისტემის გადაწყვეტილებებისგან.

როგორც Sky Sports Premier League იტყობინება, „ვულვერჰემპტონი“ არის გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი დაკარგა. VAR-ზე შემოწმების შემდეგ მსაჯებმა „მგლების“ 13 გოლი გააუქმეს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რადგან სიაში მეორე ადგილზე მყოფ „ნორვიჩსა“ და „ლიდსს“ 6-6 გოლი გაუუქმეს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ VAR-ის ფავორიტია „ფულჰემი“. მას მსაჯების გადაწყვეტილებების შესწორების შემდეგ 11 გოლი ჩაუთვალეს. დადებით სტატისტიკაში 10 გოლით მეორე ადგილზეა „ბრაიტონი“.