ცნობილია „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი - 2003 წლის შემდეგ პირველად სიაში არ არიან მესი და რონალდო #1TVSPORT
ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა დაასახელა 2024 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტები. ჯილდოზე პრეტენზიას აცხადებს 30 ფეხბურთელი:
ვინისიუსი, ტონი კროოსი, ჯუდ ბელინგემი, დანი კარვახალი, ანტონიო რიუდიგერი, ფედერიკო ვალვერდე (ყველა – რეალი), როდრი, ერლინგ ჰალანდი, ფილ ფოდენი, რუბენ დიაში (ყველა – მანჩესტერ სიტი), ბუკაიო საკა, ვილიამ სალიბა, მარტინ ედეგორი, დეკლან რაისი (ყველა – არსენალი), ფლორიან ვირტცი, გრანიტ ჯაკა, ალექს გრიმალდო (ყველა – ლევერკუზენი), კილიან მბაპე, ვიტინია (ორივე – პსჟ), ჰაქან ჩალჰანოგლუ, ლაუტარო მარტინესი (ორივე – ინტერი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), არტიომ დოვბიკი (ჟირონა), დანი ოლმო (ლაიპციგი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ჰარი კეინი (ბაიერნი), კოულ პალმერი (ჩელსი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ადემოლა ლუკმანი (ატალანტა).
30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდნენ კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი. ეს პირველი შემთხვევაა 2003 წლის შემდეგ, როცა სიაში არ არის არც არგენტინელი და არც პორტუგალიელი.
გამარჯვებული გამოცხადდება 28 ოქტომბერს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე.