ცნობილია NBA-ის პლეი ოფისა და პლეი ინის ყველა წყვილი აღმოსავლეთში #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფისა და პლეი ინის წყვილები.
პლეი ოფის პირველ რაუნდში ხვდებიან:
ფილადელფია (3)-ბრუკლინი (6)
კლივლენდი (4)-ნიუ იორკი (5)
პლეი ინის წყვილები:
მაიამი (7)-ატლანტა (8)
ტორონტო (9)-ჩიკაგო (10)
„მაიამისა“ და „ატლანტას“ შორის მოგებული პლეი ოფის პირველ რაუნდში „ბოსტონს“ შეხვდება, წაგებული კი „ტორონტოსა“ და „ჩიკაგოს“ შორის მოგებულს უმასპინძლებს და ამ წყვილში გამარჯვებული პლეი ოფის პირველ რაუნდში „მილუოკის“ დაუპირისპირდება.