ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატის 16 მონაწილე #1TVSPORT
ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატის 16 მონაწილე #1TVSPORT

სამხრეთ ამერიკის ზონაში შესარჩევი ტურნირის მე-17 ტურის შემდეგ გამოვლინდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის კიდევ სამი მონაწილე – კოლუმბია, ურუგვაი და პარაგვაი.

ამ მომენტისთვის ცნობილია 16 ფინალისტი:

სამხრეთ ამერიკა – არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი;

კონკაკაფ – აშშ (მასპინძელი), კანადა (მასპინძელი), მექსიკა (მასპინძელი);

აზია – ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია (დებიუტი), სამხრეთ კორეა, უზბეკეთი (დებიუტი);

ოკეანეთი – ახალი ზელანდია.