გაირკვა სამხრეთ ამერიკის რანგით პირველი საკლუბო ტურნირის – კოპა ლიბერტადორესის ყველა მერვედფინალისტი.
ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს:
პალმეირასი (ბრაზილია)
კრუზეირო (ბრაზილია)
ინტერნასიონალი (ბრაზილია)
ფლამენგო (ბრაზილია)
ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
ოლიმპია (პარაგვაი)
სერო პორტენიო (პარაგვაი)
ლიბერტადი (პარაგვაი)
ჯგუფებში მეორე ადგილებზე გავიდნენ:
რივერ პლეიტი (არგენტინა)
გოდოი კრუსი (არგენტინა)
სან ლორენსო (არგენტინა)
გრემიო (ბრაზილია)
ატლეტიკო პარანაენსე (ბრაზილია)
ემელეკი (ეკვადორი)
ლდუ კიტო (ეკვადორი)
ნასიონალი (ურუგვაი)
მერვედფინალის წილისყრა 13 მაისს, პარაგვაიში გაიმართება.