ცნობილია კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები #1TVSPORT
შვეიცარიის ნიონში შედგა კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა და გაირკვა ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები.
იმ შემთხვევაში, თუ თბილისის „დინამო“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაივლის ჰაიფას „მაკაბის“ ბარიერს, შემდეგ რაუნდში მისი მეტოქე ფარერების „ტორშავნსა“ და მონტენეგროს „ბუდუჩნოსტს“ შორის მოგებული იქნება.
რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, თუ ის მეორე რაუნდში ბელარუსის „ბატეს“ დაამარცხებს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიის „პეტროკუბსა“ და თურქეთის „შივასს“ შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22-29 ივნისს გაიმართება, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის – 5-12 აგვისტოს.