ცნობილია ინგლისის ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის #1TVSPORT
ცნობილია ინგლისის ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა სექტემბრის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები – ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯეიმს ტრაფორდი (მანჩესტერ სიტი);

მცველები – დენ ბერნი, ვალენტინო ლივრამენტო (ორივე – ნიუკასლი), მარკ გუეჰი (კრისტალ პალასი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), მაილზ ლუის-სკელი (არსენალი), ჯედ სპენსი (ტოტენჰემი), ჯონ სტოუნზი (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები – ელიოტ ანდერსონი, მორგან გიბს-უაიტი (ორივე – ნოტინგემი), ჯორდან ჰენდერსონი (ბრენტფორდი), დეკლან რაისი (არსენალი), მორგან როჯერსი (ასტონ ვილა), ადამ უორტონი (კრ. პალასი);

ფორვარდები – ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), ნონი მადუეკე, ებერეჩი ეზე (ორივე – არსენალი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (ბაიერნი, გერმანია), მარკუს რეშფორდი (ბარსელონა, ესპანეთი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა).

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევში 6 სექტემბერს შინ მიიღებს ანდორას, 9 სექტემბერს კი სტუმრად შეხვდება სერბეთს.